მას რომ ჰგონია, რომ მალე გამოვა, ეს არ მოხდება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ – სამუდამო პატიმრობა სააკაშვილს!, – ამის შესახებ თავისუფლების მოედანზე, არჩილ ქადაგიშვილის დედამ, ნანა ქადაგიშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„დღეს მოვედით, რომ საბოლოოდ უარი ვუთხრათ „ნაცებს“ და სამუდამოდ დავასამაროთ ისინი. ძალიან საწყენია, რომ დღეს ეს კიდევ დაგვჭირდა, მაგრამ ალბათ, შეცდომებზე ვსწავლობთ. შემოპარული პრეზიდენტი ფიქრობს ტერორისტულად, სახელმწიფო გადატრიალებას და ამას სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. ისინი ამას არც მალავენ და აპირებენ, მაგრამ ამას ვერ მოესწრებიან და ეღირსებიან. მას რომ ჰგონია, რომ მალე გამოვა, ეს არ მოხდება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ – სამუდამო პატიმრობა სააკაშვილს! ყველა ის საქმე, რომელიც თაროებზეა შემოდებული, უნდა განიხილონ. მე ჩემი შვილის ხსოვნის პატივსაცემად არ მოვეშვები, სანამ ამას არ მივაღწევ“, – განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.
2020 წლის 14 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ დაადგინა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არჩილ ქადაგიშვილი არასათანადო პირობებში იყო მოთავსებული. ასევე, არ ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა, რაზეც საქართველოს პასუხისმგებლობა დეკისრა.
“ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება – ღირსებისა და თავისუფლებისათვის დღეს თბილისში 17:00 საათზე გაიმართება.