ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თბილისში, სასტუმრო „რამადას“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
სასტუმრო სრულად ქართული ინვესტიციით აშენდა და 27 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმროში ამ ეტაპზე 140-მდე ადამიანია დასაქმებული.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის სრულად ქართული ინვესტიცია. 108-ნომრიანი სასტუმროა ყველა აუცილებელი ატრიბუტით და 140 ადამიანია დასაქმებული. ასევე ნიშანდობლივია, რომ პანდემიის მიუხედავად ტურიზმის აღდგენა იმის შესაძლებლობას, რომ ასეთი მსხვილი ინვესტიციები განხორციელდეს“, – აცხადებს ნათია თურნავა.
კომენტარები