„გიორგი კირთაძე გამყიდველია“ – ბათუმში ამ შინაარსის პლაკატები გააკრეს, სადაც მითითებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, სახელმწიფოს კუთვნილი რამდენიმე ქონება გაასხვისა, მათ შორის ის ტერიტორიაც, სადაც იუნკერთა საფლავები მდებარეობს.
ბათუმის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის – გიორგი კირთაძე და არჩილ ჩიქოვანი. პირველ ტურში კირთაძემ 41,965% აიღო, არჩილ ჩიქოვანმა 41,075%.


კომენტარები