სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 63 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლერი აბულაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში ლერი აბულაძემ თურქ აჰმეთ უიართან ბრძოლაში ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა. ფინალამდე გზაზე აბულაძემ ყაზახი ასაუხათ მუხამადიევი, რუსეთის წარმომადგენელი გიორგი თიბილოვი და ირანელი ალი ნეჯათი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე აბულაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
კომენტარები