ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს ნამდვილად ორნიშნა იქნება და ის 10%-ს აღემატება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„2022 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიაში, უკვე აღნიშნულია, რომ წელს ეკონომიკა გაიზრდება 10%-ით, ამასთან გასათვალისწინებელია, ის რომ უახლოეს პერიოდში გვექნება ოქტომბრის თვის ეკონომიკური პარამეტრები ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში და ამ მიმართულებით მოსალოდნელია, რომ პარამეტრები შესაძლებელია კიდევ ერთხელ დაზუსტდეს ზრდის მიმართულებით, რაც დღევანდელი დღის მოცემულობით იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს იქნება ნამდვილად ორნიშნა და ის აღემატება 10%.
რაც შეეხება მომდევნო წლის ეკონომიკურ ზრდას, ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია ტურიზმის ნაწილი, რომელიც წლევანდელ წელს ნავარაუდებია დაახლოებით 30%-ის ოდენობით აღდგენა, ხოლო მომდევნო წლის ეს იქნება დაახლოებით 60-70 %, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ეკონომიკა გავზარდოთ 6% და საბოლოო ჯამში მომდევნო წლის პარამეტრებით მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს 65 მილიარდ ლარს, რაც ერთ სულ მოსახლეზე აღემატება 5 500 დოლარს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.