მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებისგან ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტი სასამართლო პროცესს არ დაესწრება.
ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, თუმცა ამის მიუხედავად, მას სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი აქვს.
„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულებულია. ამ ვითარებაში სიცოცხლის რა მონაკვეთი დარჩა ამის თქმა ძალიან რთულია. მას დაეწყო შიმშილობიდან გამომდინარე შინაგანი ორგანოების ტკივილები. ამავდროულად, ახლა 13:00 საათზე სასამართლოში არის პროცესი, სასამართლო პროცესზე პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავს. მას გუშინ საღამოს არც კი აცნობეს, რომ სასამართლოდან მოთხოვნა იყო მოსული. მიხეილ სააკაშვილს მიუხედავად დიდი ტკივილისა და სისუსტისა, ჰქონდა სურვილი, რომ სასამართლო პროცესს დასწრებოდა. ის მოიკრეფდა ძალებს და სასამართლო პროცესზე მივიდოდა. პროცესზე ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ სასამართლომ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის პროცესზე გამოცხადება,“- განაცხადა ადვიკატმა ბექა ბასილაიამ.
მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე 2014 წლის 1 აგვიტოს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
