მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„არასდროს მიმიმართავს საზოგადოებისთვის, რომ განსაკუთრებულად, ჩემს საქმეზე გამოსულიყვნენ ქუჩაში. ახლა კი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებო, ყველას გთხოვთ, შეაფასოთ ამ კეთილი ადამიანის დედის თხოვნა.
ჩვენ, საზოგადოებამ ვიცით ასეთი რამ, როცა ცუდი მოხდება, შემდეგ ვიცით მწუხარების გაზიარება და თანადგომა. ეს კი იმ მშობლისთვის წამიერი განცდის შემსუბუქებაა, სხვა არაფერი. ის ტკივილი კი ყოველი წამი, დედის გულში გაცხელებული ისრის გავლას ჰგავს. რაც ყოველ წამს ძლიერდება.
მოდით ამ ტკივილისგან ვიხსნათ ერთი დედა მაინც. ამიტომ, მოდით დავდგეთ ერთად და ცოცხალი სიცოცხლე მაინც გადავარჩინოთ, რომ ამ ძლიერ, გულისმომკლავ განსაცდელს, ერთი დედა მაინც ავაცილოთ.
ამ ერთი სიცოცხლის გადარჩენით, ჩვენ სახელმწიფოს ჩვენს ქვეყანას, საქართველოს გადავარჩენთ.
გთხოვთ, პოზიციას თუ ოპოზიციას გაეცით უსაზღვროდ დამწუხრებულ დედას გიული ალასანიას თხოვნას პასუხი რომ სააკაშვილმა დატოვოს ციხე. თავისუფლება მიშას,“- წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.