„ბორჯღალოსნებმა“ საფრანგეთის ნაკრებს პირველი ლელო დაუდეს. მისი ავტორი ვასილ ლობჟანიძეა. ამ დროისთვის, ანგარიში 24-10 არის საფრანგეთის სასარგებლოდ.
მაყურებელს პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ სთავაზობს.
ბორჯღალოსნები საფრანგეთს ისტორიაში მეორედ ხვდებიან, მაგრამ პირველად – მსოფლიო თასს მიღმა. „ლე ბლეს“ პირველად 2007 წლის მსოფლიო თასზე, მარსელში ვეთამაშეთ და მაშინ მასპინძლებმა 64:7 მოიგეს. მას შემდეგ 14 წელი გავიდა და ფრანგებს „შემოდგომის ერთა სერიების“ ეგიდით დღეს, „სტად მატმუტზე“ ვერკინებით.
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 7 კეპი, 20 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 13 კეპი, 55 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსტერი, 35 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ. 78 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 93 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 26 კეპი, 164 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 59 კეპი, 50 ქულა);
შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 23 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 83 კეპი, 55 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 29 კეპი, 15 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 5 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბაიონი, 68 კეპი, 10 ქულა), 6. ბექა საღინაძე (ლიონი, 23 კეპი, 15 ქულა), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 21 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 31 კეპი, 35 ქულა);
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 17 კეპი, 5 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 23 კეპი, 10 ქულა), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 1 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 32 კეპი), 20.თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 10 კეპი, 10 ქულა), 21. მიხეილ ალანია (ორიაკი, 5 კეპი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 87 კეპი, 53 ქულა), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 10 კეპი, 5 ქულა).