თბილისში, ძიუდოს აკადემიის დარბაზში, ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ჩემპიონატზე ასპარეზობები სამ წონით კატეგორიაში გაიმართა. გამარჯვებულები და მედალოსნები 90, 100 და +100 კგ-ში გამოვლინდნენ.
90 კგ წონით კატეგორიაში შეჯიბრზე ძალიან კარგად გამოვიდა და ოქროს მედალიც დამსახურებულად მოიპოვა ლუკა მაისურაძემ. საქართველოს ჩემპიონატის ფინალში მან დამატებით დროში, ვაზარით გიორგი პაპუნაშვილი დაამარცხა. ამავე წონაში ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მფლობელები იმედა გოგოლაძე და უშანგი მარგიანი გახდნენ
კომენტარები