ვფიქრობ, რომ ბიუჯეტის განახლებული ვერსია წარდგენილი იქნება პარლამენტში შეძლებისდაგვარად მალე მას შემდეგ, რაც აუცილებელი პროცედურები დასრულდება – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
სერგეენკოს განცხადებით, 2017 წლის განახლებულ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ის მიმართულებები, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარეობს.
„ეს არის პარლამენტის პირველი სხდომა და მთავრობის დამტკიცება. ძირითადი მიმართულებები, რაც მიმართულია ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ინფექციებისგან, ეპიდემიებისგან დაცვა, ასევე C ჰეპატიტი, უწყვეტად არის შენარჩუნებული. მასში ჩადებულია რესურსი, რომ უფრო ეფექტურად იქნას განხორციელებული ეს პროგრამები”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
კომენტარები