სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. კობახიძის შეფასებით, მისი ეს განცხადება ტრაგიკომიკურია.
„ღიმილისმომგვრელიც კი არ არის ეს ყველაფერი, როცა გიორგი მარგველაშვილი საუბრობს, რომ პრეზიდენტის სასახლეში უნდა მივიდეს, ჯერ მას ვინმე რამეს ეკითხება? მერე სააკაშვილი (უნდა მივიდეს) და მას დახვდეს ქალბატონი სალომე. ეს არის ღიმილისმომგვრელი და ღიმილისმომგვრელზე ცოტა უფრო მეტი – ტრაგიკომიკური განცხადება. ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები