18 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას წლიურ ანგარიშს წარუდგენს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი 2021 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს, ასევე ისაუბრებს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
პრემიერ-მინისტრის ანგარიშს მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიება სასტუმრო “ბილტმორში” 11:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები