„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მასობრივი შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს ფორმატში არ მიღებულა.
„როდესაც ქვეყანაში სამართლიანი მართლმსაჯულების ნიშანწყალიც აღარ გაქვს, წართმეული გაქვს კონსტიტუციური უფლება, როგორც მოქალაქეს, კონსტიტუციის ფარგლებში ყველა ფორმა, თუნდაც უმწვავესი, არის არა მხოლოდ მისასალმებელი, არამედ სავალდებულო. პატივს ვცემ ტელეკომპანია „იმედის“ მოსაზრებებს, მაგრამ ჩემი თხოვნაა, რომ არ მიაყენოთ შეურაცხყოფა ადამიანებს და არ უთხრათ, რომ ვიღაცამ აიძულა შიმშილობის დაწყება. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს ფორმატში არ მიგვიღია“, – აცხადებს ნიკა მელია.
კომენტარები
