ორწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ, ფოთის ყოფილ მერს ირაკლი კაკულიას 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო. საქმე ნახევარი მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება.
ამასთან, პატიმრობა მიესაჯათ ირაკლი კაკულიასთან ერთად დაკავებულ სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებსაც. დაცვის მხარე აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.
ფოთის ყოფილი მერი და მაღალჩინოსნები 2019 წელს დააკავეს. გამოძიება ხსენებულ პირებს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარებას, სახელმწიფო ქონების გაფლანგვას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი გულგრილობასა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდა.