ტელეკომპანია “მთავარი არხი” კიდევ ერთხელ დააჯარიმეს.
ინფორმაციას ამის შესახებ თავად მედიასაშუალება ავრცელებს.
“საქალაქო სასამართლომ “მთავარი არხი” დააჯარიმა. საქმე ეხება Free misha-ს კლიპებს. სარჩელი სასამართლოში კომუნიკაციების კომისიამ შეიტანა. პირველი ინსტანცია “მთავარმა არხმა” მოიგო, თუმცა სააპელაციომ ის ხელახალ განხილვაში დააბრუნა.
საქალაქოს გადაწყვეტილებით, ტელევიზია 1 100 ლარით დაჯარიმდა.” – აღნიშნულია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 29 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლო კომუნიკაციების კომისიის სარჩელი არ დააკმაყოფილა, რაც მარეგულირებელმა გაასაჩივრა. სააპელაციომ კი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და განსახილველად საქალაქო სასამართლოს დაუბრუნა.
კომენტარები