რომან გოცირიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა – „ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი გამოცდილი დეპუტატები ჰყავს, რომ მათი ერთი, სხვის ხუთსა და ათს უდრის. არამხოლოდ საქართველოს პარლამენტში, არამედ სხვა ქვეყნების ნებისმიერ პარლამენტში. გოცირიძის ამ განცხადებას, „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი სესიაშვილი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გამოეხმაურა:
„არ ვიცი ბატონი გოცირიძე გამოცდილებაში, თუ იმას გულისხმობს, რომ წლების განმავლობაში ადამიანებს უკანონოდ აპატიმრებდნენ, ქონებას ართმევდნენ, ციხეებში აწამებდნენ, ყველა იმ უმსგავსოებას თუ გავიხსნებთ – მათ ამაში გამოცდილება ნამდვილად აქვთ და ნამდვილად დავეთანხმები. რაც შეეხება მათ ოპონირებას, 4 წლის განმავლობაში მე მათი მხრიდან ვნახეთ ტყუილების კასკადი და ვნახე „რუსთავი 2“ – ის მხრიდან, (რომელიც არის მიშას და “ნაციონალური მოძრობის“ ტელევიზია), პროპაგანდა. რის ხარჯზეც მეტ-ნაკლებად მათ მოიპოვეს ის 27 სკამი, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ დავამტკიცეთ. თუ ამ გამოცდიელებაზე მელაპარაკება, ეს ნამდვილად აქვთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.
რაში ეთანხმება ირაკლი სესიაშვილი რომან გოცირიძეს?
18.11.2016 15:33:39

კომენტარები
ნანახია: 1370 ჯერ