ჩვენი მიზანი იქნება, პარლამენტში ნორმალური პოლიტიკური პროცესი იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
“წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მიზანი იქნება, პარლამენტში იყოს ნორმალური პოლიტიკური პროცესი, იყოს აზრთა ჭიდილი, არგუმენტების მოსმენა, გაზიარებაც მათ შორის და ჩართულობა მთლიანად საქართველოს პოლიტიკური სპექტრის იმ პროცესებში, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ ჩვენი მხრიდან ვდებთ პირობას, რომ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულები. ოპოზიციამ უნდა მისცეს საშუალება პოლიტიკურ პროცესს, რომ ასეთ კონსტრუქციულ ჭრილში წარიმართოს პროცესი. ეს მხოლოდდამხოლოდ გამოადგება ქვეყანას. ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას სტაბილურობის განცდა და ის, რომ პოლიტიკური პროცესი იყოს ნორმალურ კალაპოტში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება სამთავრობო საათს, როცა მინისტრთა კაბინეტის წევრს მოუწევთ პარლამენტში მისვლა, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მედია თავად მასაც ალბათ ხშირად იხილავს პარლამენტში.
„პარლამენტთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. მინისტრები აუცილებლად ითანამაშრომლებენ და მეც არაერთხელ მიხილავთ ალბათ პარლამენტში“, – აღნიშნა პრემიერმა.