უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთანდაკავშირებით, პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსულტაციები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ რუსეთი აგრესორია უკრაინის მხარდაჭერა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ომის დაწყების ზღვარზეა.
„დღეს უკრაინაზე გადის თავისუფალი სამყაროს ბრძოლის ხაზი. ხვალ შეიძლება გავიდეს საქართველოზე. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც გვინდა, რომ მომავალში ანალოგიურ სიტუაციაში ჩვენ მოგვექცნენ. სოლიდარობა უკრაინას. ეს არის პოზიცია, რომელიც გვინდა აისახოს რეზოლუციაში, თუ მხარდამჭერ ტექსტებში“, – განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
კომენტარები