თელავში, მშვიდობის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომობილიდან დაშავებულების გამოსაყვანად სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კომენტარები