“ჯეო ჰოსპიტალსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“სიამოვნებით ავიღებდი იჯარით იმ ტყეს მთლიანად წყნეთამდე რომ ადის იქნებ კორპუსების ჩადგმისგან და ბეტონის ქალაქად ქცევისგან გადავარჩინო. ხეები რო ხმება, ფუჭდება და და დაინტერესებული ვიღაც ტიპები ჩუმჩუმად ახმობენ და მერე წვავენ ეგებ კაი ბეტონის სახლი ჩადგან.
აუცილებლად ავიღებ იჯარით იმ ტყეს ჩემ სახლს რომ ესაზღრება წყნეთში და მთელი 10 წლის მანძილზე ადამიანი არ მინახავს ამოსული, გაეკაფა და მოვლის მიზნით ეზრუნა ხეებზე.
ნუნუკას 5000 კვადრატი “ტყის “ სანახავად ჩავედი ბევრი წლის წინ ნაყიდ მიწას რომ ესაზღვრება და მის ირგვლივ უამრავი ჩაკვეხებული კოტეჯის, ჩუმად მითვისებული მიწების და სპეციალურად გაკაფული სასტუმროების ჩასადგმელი ტყის ფონზე-იქნებ ეს 5000 კვადრატი გადარჩეს, ვიცი რომ მოუვლიან და შეინარჩუნებენ.
ნუნუკა ჩემი მეგობარია, ჩემი საუკეთესო მეგობარი ვინც არ იცის, ასე იყო 10 წლის წინ და ასე იქნება 10 წლის მერეც…მითვისება შორსაა მისგან, გაცემა, ზრუნვა დიდი დოზით.
ისე კი ყველას აქვს უფლება სახლის საზღვრების მიმდებარედ უპატრონოს, მოუაროს, დაიცვას სახელმწიფო ქონება და ტეხავს ქვეყნის მიმსაკუთრებლების მიერ ერთ დროს ყიჟინა ამაზე.
დაიცავით თქვენი და ქვეყნის ქონება.. დაგიფასდებათ.”