„დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონს“ მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, მაგრამ თუ ძალიან დიდ რაოდენობას გავითვალისწინებთ, მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაშიც, იშვიათიც რომ იყოს საავადმყოფოში მოთავსების აუცილებლობა, მაღალი ციფრები აუცილებლად განაპირობებს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის გაზრდას“, – აცხადებს იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველი, ივანე ჩხაიძე.
მისი თქმით, იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მოსალოდნელი.
„რთულია პროგნოზი, რამდენი იქნება ეს ციფრი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს უკვე გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ასევე, ფაქტია, რომ ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა აჩვენებს მკვეთრ ზრდას. ახლა 5-ჯერ მეტი საწოლია პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი, ვიდრე „დელტა“ ვარიანტის დროს იყო. ამიტომ, ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით, ჯერჯერობით, საფრთხეები არ არსებობს. „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონს“ მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, მაგრამ თუ ძალიან დიდ რაოდენობას გავითვალისწინებთ, მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაშიც, იშვიათიც რომ იყოს საავადმყოფოში მოთავსების აუცილებლობა, მაღალი ციფრები აუცილებლად განაპირობებს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის გაზრდას, რაც საქართველოში არის კიდეც – იანვრის მეორე კვირიდან, სტაციონარებში მიმართვიანობა მზარდია“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.