აი, ამ გარეწარი დიმიტრი გუდკოვის შემოშვება სურდა „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში, რომელიც 2007 წელს აფხაზეთში ყოფნისას მხარს უჭერდა აფხაზეთის თვითგამორკვევას, – ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე წერს.
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ სულ ასეთი მოკავშირეები ჰყავს.
„აი, ამ გარეწარი დიმიტრი გუდკოს შემოშვება სურდა „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში, რომელიც 2007 წელს აფხაზეთში ყოფნისას მხარს უჭერდა აფხაზეთის თვითგამორკვევას. სულ ასეთი მოკავშირეები ჰყავთ. ამას წინათ New York Times-ში ოკუპაციის კანონის დამრღვევ რუს ჟურნალისტს შეუკვეთეს სტატია.
რაც შეეხება დიმიტრი გუდკოვს, ის სიცოცხლის ბოლომდე უნდა იყოს შავ სიაში, სანამ ქვეყანას ბოდიშს არ მოუხდის და თავის გამონათქვამებს უკან არ წაიღებს.
გუდკოვის აფხაზეთში ვოიაჟის და მისი განცხადების შესახებ წაიკითხეთ ფოტო ასლზე, ასევე მითითებულ ბმულზე“, – წერს ამირან სალუქვაძე.
2007 წელს დიმიტრი გუდკოვი, რომელიც მაშინ რუსეთის ახალგაზრდული პალატის თავმჯდომარე და „რუსეთის სახალხო პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი იყო, პალატის დელეგაციასთან ერთად სოხუმში ჩავიდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშს შეხვდა და დამოუკიდებლობისადმი აფხაზეთის მისწრაფებებს მხარდაჭერა გამოუცხადა.