ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“გაგაოცებთ გიული ალასანიასთვის ბებიის და ბაბუის მიერ დატოვებული კომპანიების ჩამონათვალი. ▪️აქვე იპოვით ტვ “მთავარ არხს”. ▪️განსაკუთრებით საინტერესოა ერთი კომპანია, იხილავთ აქ, რომლის შესახებ ცალკე დავწერ. ▪️კომპანიები მეორდება, რადგან ხშირად ხდებოდა მეწილეების ცვლილებები. ▪️თითქმის ყველა კომპანიას გააჩნია შვილობილი კომპანიები. ▪️ამ კომპანიების მფლობელობაშია ნახევარ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მიწა და ათიათასობით კვ. მეტრი კომერციული ფართები. ▪️ესენი ყოფილან როკფელერები. ▪️ზემოთ დააკვირდით ხოლმე. ცისფერ ფონზე თეთრად იწერება ჯერ ამ კომპანიების მფლობელი გიული ალასანია, შემდეგ იხსნება ცალკეული კომპანია, მაგ. შპს უნივერსიტეტი და ქვემოთ ამ კომპანიის შბილობილი კომპანიები, შემდეგ შვილობილი კომპანია. ▪️დეკლარაციებს რისთვის ვავსებთ?! გამოსაძიებელია წარმომავლობა. ▪️ვიდეო გაკეთებულია საიტის companyifo-ს გვერდიდან, რომელიც ეყრდნობა რეესტრის ინფორმაციებს”-წერს სალუქვაძე.