უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მორიგი პარტია მიიღო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
„ჩიტები დაფრინავენ! უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო მასალის კიდევ 90 ტონა ჩამოვიდა. ამ დროისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების ჯამურმა წონამ 1 300 ტონას გადააჭარბა!“ – დაწერა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა Twitter-ზე.
კომენტარები