აშშ უახლოეს დღეებში პოლონეთში დამატებით 3 000 ჯარისკაცს გააგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, აშშ პოლონეთში დამატებით ძალებს მომდევნო კვირაში განათავსებს.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის თქმით, რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია უკრაინაში შეჭრა დაიწყოს.
2 თებერვალს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ რუმინეთში, პოლონეთსა და გერმანიაში დამატებით ძალებს მალე გააგზავნის. ჯონ კირბის თქმით, გერმანიაში დისლოცირებულ 1 000 ამერიკელ სამხედროს უახლოეს დღეებში რუმინეთში გადაიყვანენ, ხოლო აშშ-დან ევროპაში კი 2 000 ჯარისკაცს გააგზავნიან, რომლებიც პოლონეთსა და გერმანიაში განლაგდებიან.
კომენტარები