“პატრიოტთა ალიანსი“ მინისტრთა კაბინეტიდან რამდენიმე კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.
„საქმე იმაშია, რომ წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტიდან რამდენიმე კანდიდატურას ცალსახად არ ვუჭერ მხარეს. მაგალითად, გარემოს დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს მხარს არ დავუჭერთ – ხე-ტყე მასიურად იჭრება, მასიური კორუფციაა ამ სფეროში. ასევე მან პასუხი უნდა აგოს საგარეჯოს არჩევნების გაყალბებისთვის. მხარს არ დავუჭერთ კულტურის მინისტრსაც, რომელმაც დაანგრია საყდრისი და ხელი მოაწერა საყდრისოს ნგრევას, ეს დანაშაული გამოძიებული უნდა იყოს და კულტურის ამჟამინდელმა მინისტრმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ დიმიტრი ქუმსიშვილსაც.
„პატრიოტთა ალიანსი“ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს მთავრობაზე. თუ საერთო ჯამში ვსაუბრობთ, ამ მთავრობას ჩვენი მხრიდან არ ექნება მხარდაჭერა. ჩპასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ამ გუნდზე. ჩვენ არ ვართ ხელისუფლებაში, რომ შეგვეძლოს გუნდის წარმოდგენა,რომეზეც პასუხისმგებლობას ავიღებდით“,– განაცხადა ირმა ინაშვილმა.