იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იუსტიციის სამინისტროს რეგიონულ წარმომადგენლობებთან შეხვედრებს განაგრძობს. იუსტიციის მინისტრმა ქობულეთისა და სოფელ მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრები დაათვალიერა.
„იუსტიციის მინისტრი ცენტრების სამუშაო პროცესს ადგილზე დააკვირდა და თანამშრომლებისა და მომხმარებლების საჭიროებებს გაეცნო. რატი ბრეგაძემ სოფელ მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯმენტს მომსახურების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით კონკრეტული დავალებები მისცა და ამ მიმართულებით სამომავლო სამოქმედო გეგმა განსაზღვრა“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
იუსტიციის მინისტრი ბათუმის #3 პენიტენციურ დაწესებულებაშიც იმყოფებოდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ იუსტიციის მინისტრი სამინისტროს სისტემის რეგიონული წარმომადგენლობების მონახულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს.