თუ ისინი ფიქრობენ, რომ ძალის დემონსტრირებით რუსეთი სიძლიერეს დაამტკიცებს, არ გავლენ მათ მიერ შექმნილი ფილოსოფიიდან, მაშინ გააკეთებენ ყველაფერს. ამ მომენტშიც კი, როდესაც ყველაფერზე შეიძლება წავიდნენ, ვფიქრობ მოვლენების შემდგომი განვითარების კალკულაციაც უნდა მოახერხონ, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა უკრაინა-რუსეთის შესახებ საუბრისას „ქრონიკათან“ განაცხადა.
მისივე თქმით, კიევამდე მისვლა ძალიან შორს წასვლას ნიშნავს და ეს იქნება დამანგრეველი რუსეთისთვისაც.
„მაინც მგონია, არის შესაძლებლობა ეს სიგიჟე დავასრულოთ. ეს არ არის საჭირო, ეს გაუმართლებელია, არავისთვის სასარგებლო არ იქნება და ეს არის სრული ჯოჯოხეთი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რუსეთი მაინც ესკალაციას, ომისთვის მზადებას განაგრძობს და ყოველ წუთს შეიძლება ომი განახლდეს. სიგიჟეს როგორც წესი საზღრები არ აქვს, მაგრამ მოდით, დავიჯეროთ, რომ, რომც დაიწყოს საომარი მოქმედებები, მაიც შორს არ წავლენ და კიევამდე ვერ მივლენ“, – განაცხადა ლინკევიჩუსმა.