ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ იუწყება.
სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ზნაურის რაიონის დასახლებულ პუნქტ ქალეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს – 1957 წელს დაბადებული გაბარაევი გ.ე. და 1971 წელს დაბადებული გაბარაევი კ.ე. ორივე მათგანი ხაშურის რაიონის სოფელ ატოცის მკვდრია. სააგენტოს ცნობით, დაკავებულთა საქმე ე.წ. სასამართლოს გადაეცემა.
კომენტარები