რუსეთი უკრაინის საზღვართან თავისი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას განაგრძობს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, ჯიმ ჰოკენჰალმა განაცხადა.
„ჩვენ არ გვინახავს იმის მტკიცებულება, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან თავისი ძალები გაიყვანა. მათი განცხადებების საპირისპიროდ, რუსეთი აგრძელებს სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას უკრაინის მახლობლად. ეს მოიცავს უკრაინის მახლობლად დამატებითი ჯავშანტექნიკის, ვერტმფრენებისა და საველე ჰოსპიტალების განთავსებას“, – აღნიშნა ჯიმ ჰოკენჰალმა.
კომენტარები