„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ შეუწყვიტა საკანონმდებლო ორგანომ ბადრი ჯაფარიძეს საპარლამენტო უფლებამოსილება.
„კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი იღებს მხოლოდ პოლიტიკურ და არა სამართლებრივ გადაწყვეტილებებს. ახლა „გვაბრალებენ“, რომ, თურმე, პარლამენტმა კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედა. სასამართლო იღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, პარლამენტი – პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. პარლამენტს უფლებაც კი არა აქვს, რომ რაიმე სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოს. სამართლებრივი საფუძვლით, პარლამენტი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ჩვენ უნდა გვემსჯელა, პოლიტიკური თვალსაზრისით, მანდატის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები
