მიუხედავად იმისა, რომ კახი კალაძემ მრავალჯერ გაუსვა ხაზი, რომ ისეთი ადამიანები, ვისაც მუნიციპალიტეტის გვერდში დგომა სჭირდებათ, შესაბამის დახმარებას აუცილებლად მიიღებენ, ოპოზიციური დღის წესრიგის მქონე მედიასაშუალებები მაინც ცდილობენ აღნიშნული თემით სპეკულირებას,- ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ განაცხადა.
საკრებულოს დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებები სიძულვილისა და სიცრუის გავრცელების მოტივით, ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და სახელმწიფო ქონებისა და უკანონობის წახალისებით არიან დაკავებული.
„დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე უკანონო მშენებლობების საკითხზე ისაუბრა. მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ არც ერთი უსახლკარო თბილისელი არ დარჩება საცხოვრებელი ფართის გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ კახი კალაძემ მრავალჯერ გაუსვა ხაზი, რომ ისეთი ადამიანები, ვისაც მუნიციპალიტეტის გვერდში დგომა სჭირდებათ, შესაბამის დახმარებას აუცილებლად მიიღებენ, ოპოზიციური დღის წესრიგის მქონე მედიასაშუალებები მაინც ცდილობენ აღნიშნული თემით სპეკულირებას.
ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელ მედიასაშუალებებს არ სურთ იმ მრავალი პროექტისა და პროგრამის გაშუქება, რასაც დედაქალაქის მერია მოქალაქეებს სთავაზობს და მხოლოდ სიცრუისა და სიძულვილის ტირაჟირებით არიან დაკავებული.
აღნიშნულ მედიასაშუალებებს არასდროს გაუმახვილებიათ ყურადღება რომ სწორედ კახი კალაძისა და მისი გუნდის გადაწყვეტილებით:
კოოპერატიული ბინათმშენებლობით და დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებულ 10 000 ოჯახზე მეტს, რომელთაც უკვე აღარც ჰქონდათ იმედი, რომ ოდესმე საკუთარი ჭერი ექნებოდათ, საცხოვრებელი ფართი ექნება და ეს პროცესი კვლავ გრძელდება.
არ აშუქებენ იმ პროგრამებს, რომლებიც მოქალაქეების დახმარებასა და სხვადასხვა საჭიროებით უზრუნველყოფას ემსახურება. იმიტომ, რომ ეს მათ პარტიულ ინტერესებში არ შედის. მათი მიზანი, მხოლოდ სიძულვილის გავრცელებაა და უკანონობისა და სახელმწიფო ქონების მიტაცების წახალისებით არიან დაკავებული.
თუმცა, მათ ეს არ გამოუვათ. სახელმწიფოსა და დედაქალაქის მერიას ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება ნებისმიერ კანონდარღვევაზე“,-განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.