ტელევიზიები და ფული სააკაშვილის ხელშია – რაც მას უნდა ის გავა „ნაციონალური მოძრაობის“ მედიაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„20-30 მილიონ დოლარს ხარჯავს წელიწადში ამ სამ ტელევიზიაზე და მოპარული ფულით ხარჯავს. რა ბიზნესშიც თვითონ დებს ფულს, რომ ფული გააცოცხლოს და მერე თავიანთ ტელევიზიებს აფინანსებს, ზუსტად იმას აბრალებს მერე აქეთ ვიღაცას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები
