უკვე ტელევიზიების მეშვეობითაც იგრძნობა, რომ შიგნით არის რამდენიმე ფრთა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა კლანური სიტუაცია, უკვე მძაფრია.
„გუშინწინ წამლების შესახებ კანონის განხილვას პირდაპირ ეთერს ვუყურებდი კაბინეტში, მაგრამ ვერ მოვუსწარი უმრავლესობის წარმომადგენლების გამოსვლებს, მხოლოდ მოვისმინე ვახტანგ მეგრელიშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრის გამოსვლა და აღვშფოთდი. მაშინვე ავედი საკითხავად, თუ ეს კანონი წამლების ფასზე არ მოქმედებს, რატომ ვაკეთებთ-მეთქი. მანამდე ვერ მოვასწარი ამ საკითხში გარკვევა. მითხრეს, ეს განხილვა მხოლოდ ხარისხს ეხება და ფასების ნაწილი კიდევ ცალკეაო. ამიხსნეს რეალობა. მერე ვთქვი კიდეც, რა დღეში ამყოფებენ ესენი საკუთარ ამომრჩეველს. ცალმხრივად რომ ელაპარაკო ადამიანს, მე დავიჯერე და წარმოიდგინეთ, სხვას რას უზამენ-მეთქი. მერე, როგორც კი ოდნავ კონსტრუქციულობა გამოიჩინეს, ჩვენებიც დაეთანხმნენ და რაღაც გასწორდა კიდეც კანონში, რაც ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლეოდა. ერთმა კონსტრუქციულმა ნაბიჯმა პოზიტიური შედეგი მოგვიტანა. მათი ეს კონსტრუქციულობა ერთი მხრივ, ეს არის დამარცხებულისა და ხელჩაქნეულის სინდრომი, მეორე მხრივ – შიდა დაპირისპირების. ეს აშკარად იგრძნობა, მათ შორის საუბრებში. უკვე ტელევიზიების მეშვეობითაც იგრძნობა, რომ შიგნით არის რამდენიმე ფრთა. მაგალითად დღეს წავიკითხე სერგი კაპანაძის განცხადება, რომელიც არის „ნაცმოძრაობაში“, მაგრამ არ არის. ის ამბობს, რომ 2024 წლამდე გრძელვადიანი გეგმა უნდა დავგეგმოთო. ამ აზრს არა მხოლოდ ე.წ. „ევროპულ საქართველოში“ „ნაცმოძრაობაშიც“ ბევრი ეთანხმება. ასე აშკარად გაყოფით ალბათ არ გაიყოფიან, იქიდან გამომდინარე, რომ იციან, ეს მათი დასასრულის დამტკიცებაა იქნება, მაგრამ ეს შიდა კლანური სიტუაცია, უკვე მძაფრია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
