მამა პეტრე რომელიც სოციალური გაჭირვების გამო, რამდენიმე კვირის წინ გაძვირებულ კომუნალურებს ვერ იხდიდა და კახა კალაძესთან მისვლას აპირებდა, უკვე რამდენიმე დღეა ყატარში ისვენებს.
დასვენების ამსახველი ფოტო პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ფოტო სანაპიროზეა გადაღებული და სასულიერო პირი კიბორჩხალასთან ერთად პოზირებს.
კოლხის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მოგვიანებით სასულიერო პირმა ლაივი ჩართო, საიდანაც გაირკვა რომ ის ყატარში ნიკოლოზ ბასილაშვილის თამაშს დაესწრო.
მამა პეტრემ ვიდეოში განაცხადა რომ დოჰაში მეგობართან ერთად იმყოფება და აღნიშნავს რომ ქვეყნიდან გასვლა ნამდვილად სჭირდებოდა.
კომენტარები