CBS News-ის ინფორმაციით, აშშ-ს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ რუსმა გენერლებმა მიიღეს უკრაინაში შეჭრის დაწყების ბრძანება და ისინი ახლა ადგენენ თავდასხმის კონკრეტულ გეგმებს.
CBS News-ის ეთერში ეროვნული უსაფრთხოების კორესპონდენტის, დევიდ მარტინის თქმით, დაზვერვის ინფორმაცია ადგენს, რომ “ისინი (რუსები) აკეთებენ ყველაფერს, რასაც იზამდნენ ამერიკელი გენერლები [შეჭრის] დაწყების ბრძანების მიღების შემდეგ”.
CBS News-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრააშშ-ს სახელმწიფო მდივანმაც, ენტონი ბლინკენმა, რომელის თქმითაც, ოფიციალური პირების პოზიცია უცვლელია და ფიქრობენ, რომ პუტინს უკრაინაზე თავდასხმა არ გადაუფიქრია.
“როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა წინა ღამეს თქვა, ყველაფერი, რასაც ვხედავთ, გვეუბნება, რომ შეჭრის გადაწყვეტილება, რომელიც გვჯერა რომ პუტინმა მიიღო, წინ მიდის”, – თქვა ენტონი ბლინკენმა.