ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინელ კოლეგასთან ერთად უკრაინაში არსებულ საგანგაშო მდგომარეობას განიხილავენ. დიპლომატების ნაწილმა არ გამორიცხა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და ამით პუტინისთვის მკაფიო პოზიციისა და ერთიანობის დემონსტრირება.
„შევთანხმდით, რომ ევროკავშირი უკრაინაში სამხედრო მრჩეველთა მისიას გამოგზავნის. ეს არ არის საბრძოლო მისია, ეს არის ახალი ელემენტი ევროკავშირსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის მიმართულებით. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახალი ფურცელი გადავშალეთ ჩვენს ურთიერთობებში. მე ასე მოვუწოდე კოლეგებს ევროკავშირში, რომ უკრაინას მიანიჭონ ევროპული პერსპექტივა. ეს იქნება საუკეთესო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირს შეუძლია მიიღოს – გააუმჯობესოს უსაფრთხოების გარემო და ძალიან მკაფიო სიგნალი გაუგზავნოს რუსეთს, რომ უკრაინა ევროპის ნაწილია“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.