რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მას განუცხადა, რომ უკრაინას „ხვალ“ ნატოში არ მიიღებენ.
„ჩემს კოლეგებთან ამ საკითხზე ვსაუბრობ. ამერიკელმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ უკრაინას ნატოში „ხვალ“ არ მიიღებენ. უფრო მეტიც, რომ რაღაც მორატორიუმია შესაძლებელი“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ნატო უბრალოდ მიიჩნევს, რომ უკრაინა ჯერ მზად არ არის ალიანსში გასაწევრიანებლად.
„ამიტომ ვუპასუხე, რომ ამას ჩვენთვის გაკეთებულ დათმობად არ მივიჩნევთ, რომ ეს მათი გეგმების რეალიზაციაა. მათ ლოდინი და უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად მომზადება სურთ. ეს არის მორატორიუმი არა ჩვენთვის, არამედ მათთვის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
კომენტარები