რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული „რესპუბლიკების“ აღიარება საერთაშორისო სამართლის დაუშვებელი დარღვევაა, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ.
„ეს ასევე ნიშნავს მინსკის შეთანხმებებიდან ცალმხრივ გამოსვლას. ლიეტუვის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა ურყევია“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.
კომენტარები