2021 წელს, განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩაერთო კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების საერთო რაოდენობის 59%, ხოლო, კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ არასრულწლოვნებიდან, რომლებიც განრიდების კანონით გათვალისწინებულ ფორმალურ წინაპირობებს აკმაყოფილებდნენ, 80%-ის განრიდება მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 2021 წელს განრიდებული 363 არასრულწლოვნიდან მხოლოდ 8 პირმა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული.
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ბავშვზე მორგებული და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, წლების განმავლობაში, საქართველოს პროკურატურის მიერ არაერთი ღონისძიება გატარდა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა განრიდება-მედიაციის პროგრამის ეფექტიანი გამოყენება.
2021 წელს, განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩაერთო კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების საერთო რაოდენობის 59%, ხოლო, კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ არასრულწლოვნებიდან, რომლებიც განრიდების კანონით გათვალისწინებულ ფორმალურ წინაპირობებს აკმაყოფილებდნენ, 80%-ის განრიდება მოხდა.
2021 წელს განრიდებული 363 არასრულწლოვანიდან მხოლოდ 8 პირმა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული. აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ განრიდების შედეგად წარმატებით მიიღწევა დანაშაულის პრევენციის მიზანი.
პროკურატურა აქტიურად გააგრძელებს მუშაობას არასრულწლოვანთა ინტერესებზე მორგებული მართლმსაჯულების ხელშეწყობის მიზნით“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
