ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთი შეშფოთებულია უკრაინაში სიტუაციის გაუარესებით.
„უკრაინაში ვითარება უარესდება. ჩინეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, თავშეკავება გამოიჩინონ“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გარდა ამისა, უკრაინაში ჩინეთის საელჩომ ჩინეთის მოქალაქეებსა და საწარმოებს მოუწოდა, უსაფრთხოების ზომები გააძლიერონ.
21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.
კომენტარები