სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მოსკოვის ქართულ ეკლესიაში შეკრებილებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
პატრიარქი გიორგობის დღესასწაულზე მოსკოვის ქართულ ეკლესიაში იმყოფებოდა, სადაც მრევლი დალოცა და მათ ქადაგებით მიმართა. ტაძარი მომლოცველებით იყო სავსე.
პატრიარქი დღესვე, 19:00 საათზე, ქართულ დიასპორასთან შეხვედრას გამართავს.
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.
კომენტარები