უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არანაირი სანქციები არ იქნება საკმარისი, სანამ რუსული ჯარები უკრაინას არ დატოვებენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის საბოლოო მიზანი უკრაინის განადგურებაა.
„მას არ აინტერესებს უკრაინის ნაწილები. მას არ აინტერესებს თუნდაც მთელი ქვეყნის კონტროლი. მას სურს, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის იდეა ჩავარდეს“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
კომენტარები