რუსეთის მხრიდან დაბომბვას 7 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც BBC წერს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პოლიცია ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ოდესის ოლქში, პოდოლსკიში მდებარე სამხედრო ნაწილზე თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი დაშავდა, 19 ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა ქალაქ მარიუპოლში.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
კომენტარები
