პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ეშინია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროვოკაციები არ მოაწყოს, რის გამოც არ სურს პარლამენტში რიგგარეშე სხდომის გამართვა.
როგორც ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მკაფიოდ უნდა ეთქვა, რომ არანაირი პროვოკაცია არ იქნებოდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ მკაფიოდ უნდა ეთქვა, რომ არანაირი პროვოკაცია არ იქნებოდა. ხომ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ სახელმწიფოებრივად რაც სწორია, ერთად უნდა ვაკეთოთ. ერთმანეთი გულზე არ გვეხატება, მაგრამ ქვეყანა ხომ გვიყვარს? უნდა მივეჩვიოთ, რომ რაც სახელმწიფოსთვის არის სწორი, ის გავაკეთოთ. არავინ ამბობს, რომ რუსეთს ომი უნდა გამოვუცხადოთ და თავდასხმა დავიწყოთ. რაღაც მოზომილი, მაგრამ ერთობლივი მაინც გვეთქვა. დღეს სხდომა უნდა გამართულიყო. ჩვენი ძმები, ყველაზე დიდი მოკავშირეები იბომბებიან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გაჭირვების ყველა ეტაპზე ჩვენ გვერდით იყვნენ. არავინ გვთხოვს, ჩავიდეთ და მათთან ერთად ვიომოთ, თუმცა ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
