„ხარკოვი. რეაქტიული არტილერიის უაზრო და დაუნდობელი დარტყმა დასახლებულ ადგილზე. ხარკოვის მცხოვრებლების ქუჩებში მიმოფანტული გვამები! დამშვიდდით ნაძირლებო!“, – წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო „ტელეგრამზე“ და ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც დახოცილი ადამიანების ცხედრები ჩანს.
პოლიტიკოსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
„რუსმა ოკუპანტებმა მასიურად დაბომბეს ხარკოვის საცხოვრებელი კვარტალი. შედეგად, დაღუპულია უკრაინის ათობით მოქალაქე და დაშავებულია ასობით პირი“, – წერს გენშტაბი.
კომენტარები
