მე ვისაუბრე იმ ხალხის შესახებ, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ ნებისმიერი საბაბი და ეს ხალხი დღეს ცდილობს საქართველოსა და უკრაინას შორის დაძაბონ ურთიერთობები, მაშინ როდესაც საქართველო ცდილობს ყველა შესაძლო რესურსის ფარგლებში გაუწიოს მხარდაჭერა, ეს ხალხი ეწევა პოლიტიკურ მაროდიორობას, – ამის შესახებ რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ამ ძალების მიზანი ქვეყანაში არეულობის შექმნა და ამ გზით ხელისუფლების მოპოვებაა.
„ვის აწყობს დღეს არეულობა საქართველოში? რა თქმა უნდა, ეს არ არის საქართველოს კეთილმოსურნე. შესაბამისად, ნებისმიერი არეულობის მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, ბუნებრივია არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაშვებული და საქართველოს ხელისუფლებას აქვს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ იმოქმედოს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არ დაუშვას საქართველოში ხელმეორედ ომი“, – განაცხადა ბრეგაძემ.
