უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ მილიარდერს და გამომგონებელს ილონ მასკს ესაუბრა და უკრაინაში მიიწვია.
“თუ ომის შემდეგ დრო გექნებათ, გეპატიჟებით”, – უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა.
“მშვენიერია. მე მინდა მოსვლა,” – უპასუხა მასკმა.
მასკის გადაწყვეტილებით, უკრაინა მალე სტარლინკის დამატებით აპარატებს მიიღებს.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ ილონ მასკმა რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფ უკრაინას ახალი თაობის სატელიტური ინტერნეტი და სპეციალური მოწყობილობები უფასოდ გადასცა.
კომენტარები