„აუდიტორია 115“ არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის ადგილი უნივერსიტეტში არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა განუცხადა.
”დღეს ვნახეთ პროცესი, როდესაც უნივერსიტეტმა საერთო პოზიცია უნდა დააფიქსიროს და უთხრან ამ ადამიანებს, რომ მათი ადგილი უნივერსიტეტში არ არის. „აუდიტორია 115“ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფია, რომლის ადგილი უნივერსიტეტში არ არის. ისინი დაძრწიან და ხელს უშლიან უნივერსიტეტის ფუნქციონირებას. ეს დაუშვებელია”, – განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა.
კომენტარები