„უკრაინა მადლობას უხდის ყველა ჩვენს მეგობარს, რომელიც ეხმარება უკრაინის მოქალაქეებს, იღებს და ასახლებს მეზობელ ქვეყნებში, ასევე, იმ ქვეყნებში, რომელთაც მათთვის კარი გააღეს. დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოში, ომის დაწყებიდან, საქართველოში 4 000 უკრაინის მოქალაქეა ჩამოსული. ისინი, გამორბიან როგორც უკრაინიდან, ისე – აგრესორი ქვეყნიდან“, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა, საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საელჩო აგრძელებს მუშაობას, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ ყველაფერი – თავშესაფარი, სამედიცინო დახმარება, კვება, უფასო სატელეფონო კავშირი ოჯახთან.
„ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებებს უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც იძულებით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე. მადლობელი ვარ, რომ მოქალაქეების, ბიზნესის, ორგანიზაციების მხრიდან, ჰუმანიტარული ნაკადი არ მცირდება. ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, არსებობს ორგანიზებული პუნქტები ასეთი დახმარების მისაღებად. საქართველოში უკრაინის საელჩო კოორდინაციას უწევს ჰუმანიტარული ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის უზრუნველსაყოფად. საქართველოს დახმარების, უკრაინაში გაგზავნილია 3 000 ტონაზე მეტი დახმარება. ესაა მედიკამენტები, ტანსაცმელი, საბავშვო კვება და ჰიგიენის საშუალებები. ასევე, მადლობელი ვარ ფინანსური დახმარებისთვის, რომელიც ირიცხება საქართველოში უკრაინის საელჩოს ანგარიშზე. ჩვენ გავაკეთებთ მოხსენებას თითოეულ თეთრზე და თითოეულ ადამიანს გადავუხდით მადლობას“, – განაცხადა საელჩოს წარმომადგენელმა.
